Warning: trim() expects at least 1 parameter, 0 given in /home/youthplatform/public_html/index.php on line 1
მცირე საგრანტო კონკურსი ანონიმური შეფასება
img upload
close
შესაძლებლობები

ორგანიზაციებისთვის

112

გარემოს დაცვა

71

ადამიანის უფლებები

174

დემოკრატიული ჩართულობა

174

ინოვაციები და ტექნოლოგიები

105

მეწარმეობა

60

ჯანმრთელობის დაცვა

64

გართობა და რეკრეაცია

73

ჰობი და ინტერესები

177

logo



შესვლა
მცირე საგრანტო კონკურსი
27 დეკ. 2023
-
02 თებ. 2024
/
3 Lado Kavsadze Street, Tbilisi, Georgia
წასვლა
აღწერა
ხშირად დასმული კითხვები
მედია
ფაილები

ევროპის ფონდი იწვევს განვითარების საწყის ეტაპზე მყოფ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს (სსო) მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსი მიზნად ისახავს მცირე გამოცდილების მქონე სათემო ორგანიზაციების ინსტიტუციურ გაძლიერებასა და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის ხელშეწყობას, აქტუალური სათემო პრობლემების გამოვლენისა და მოგვარების მიზნით;

კონკურსის მიზანი და ამოცანები:

კონკურსის მიზანია ახლად შექმნილი სსო-ების განვითარებაში წვლილის შეტანა, რაც ხელს შეუწყობს მათ აქტიურ მონაწილეობას ადგილობრივი მოსახლეობისთვის აქტუალური პრობლემების მოგვარებაში, რათა მოხდეს ადგილობრივ დონეზე ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის პრაქტიკის დანერგვა და/ან გაუმჯობესება.

საგრანტო კონკურსის მთავარი ამოცანებია:

** ახლად დაარსებული სსო-ების გაძლიერება მათი ინსტიტუციური განვითარების, სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობისა და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან პარტნიორობის მეშვეობით.
** სსო-ების სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების საქმიანობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე აქტუალური პრობლემების გამოვლენისა და მოგვარების მიზნით, მოსახლეობასთან, გამოცდილ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მედიასთან თანამშრომლობის გზით.
** ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა
** კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ, ახლად დაარსებულ, არამომგებიან, არაკომერციულ სსო-ებს, რომლებსაც სულ მცირე ერთი წლის მუშაობის გამოცდილება აქვთ. პროექტის განხორციელებაში არ უნდა ჩაერთონ (როგორც გრანტის ფარგლებში ანაზღაურებადი თანამშრომლები): საჯარო მოხელეები, პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები.
** დაფინანსება
** საკონკურსო პროექტებისთვის გათვალისწინებული საგრანტო თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 30, 000 ლარს თითოეულ პროექტზე. პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმუმ 10 თვე.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 2 თებერვალი
კონკურსის შედეგების გაზიარება: 2024 წლის 4 მარტი

საგრანტო კონკურსის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხილეთ: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=516862

გისურვებთ წარმატებებს!

#ორგანიზაციებისთვის
#სხვა
შესაძლებლობა ადაპტირებულია:
არ არის ადაპტირებული
საკონტაქტო ინფორმაცია
დახურვა
ფაილები
აქედან შეგიძლიათ გადატვირთოთ ფაილები
ფაილები არ მოიძებნება
შესაძლებლობით დაინტერესებულია (0)
დისკუსია
შეფასება
კომენტარები (0)
შეფასება
star 0.0
(0 შეფასება)